menu

Links





საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინ კარატეში ”კავკასიის თასი” , 2007 წლის 20 ოქტომბერი
ტექნიკური ანგარიში

ტურნირი გაიმართა 2007 წლის 20 ოქტომბერს კეკელიძის სახელობის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში. მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებმა გუნდებმა.

შეჯიბრი გაიმართა როგორც ”კუმიტე”, ასევე ”კატა”-ში.

მონაწილეები ”კუმიტე”-ში დაყოფილი იყო ოთხ წონით კატეგორიად: -70კგ,  -80კგ, -90კგ, +90კგ.

შეჯიბრს მოემსახურა მსაჯთა სამი ბრიგადა. შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო ანზორ ჩუბინიძე. შეჯიბრზე დამკვირვებლად მოწვეული იყო საერთაშორისო კომიტეტის წევრი, შიჰანი ალექსანდრე ნესტერენკო.

საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

70კგ-მდე:
1. წიკლაური მიხეილ (საქართველო)
2. მურადოვი მირონი (რუსეთი)
3. ალაკაევი რუსტამი (რუსეთი)
3. ხაჭაპურიძე ლაშა (საქართველო)
80კგ-მდე:
1. პროცენკო ვიქტორ (რუსეთი)
2. კნიჟ მაქსიმი (უკრაინა)
3. ყურშუბიძე თემურ (საქართველო)
3. კუკავა ბესიკი (საქართველო)

 

90კგ-მდე:
1. ჯანუაშვილი ედუარდი (საქართველო)
2. ხალდაევი მურადი (რუსეთი)
3. მეხრიშვილი გიორგი (საქართველო)
3. ცატურიანი სამველ (სომხეთი)

 

+90კგ აბსოლუტური წონითი კატეგორია:
1. ვედიულინი ანდრეი (რუსეთი)
2. ნიქაცაძე ემზარ (საქართველო)
3. საჯაია ბერდია (საქართველო)
4. კარკალაია გივი (საქართველო)

 

”კატა”-ში საპრიზო ადგილები დაიკავეს შემდეგმა სპორტსმენებმა:
1. სამხარაძე გოჩა (საქართველო)
2. ცირიკაშვილი ნოდარი (საქართველო)
3. გრაჩევი მიხეილი (რუსეთი)
4. გოგუა ნუგზარი (საქართველო)

 

აპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.




menu
News | About us | Gallery | Exam Program | Tournaments | Contact

Georgian Kyokushinkan Karate-do Federation

Webmaster: Lela Latsoshvili